|
2021-08-27 10:37:38, 1288 ნახვა
სამართალი
პოლიციამ სვანეთსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
პოლიციამ სვანეთსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, მესტიის, სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში 3 პირი დააკავეს. 1989 წელს დაბადებული ნ. დ., 1975 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ვ.კ.-სა და 1991 წელს დაბადებულ თ.ჩ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედებათ. დანაშაულები 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნივთმტკიცებად ამოღებულია „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი რევოლვერი, კალაშნიკოვის სისტემის 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)