04:10 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 18:54:05, 619 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - EUROCONTROL-ის მონაცემებით, საქართველოს საჰაერო მიმოსვლის მაჩვენებელმა 15%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, რაც ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოების შედეგის საერთაშორისო აღიარებაა

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია EUROCONTROL-ის მონაცემებით, საქართველოს საჰაერო მიმოსვლის მაჩვენებელმა 15%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს.-ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათი თქმით, ამავე მონაცემებით, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკით საქართველო EUROCONTROL-ის წევრ სახელმწიფოებს შორის წამყვან პოზიციებზეა.

ფრენების აღდგენის  მონაცემებით, საქართველო უსწრებს ისეთ მსხვილ ქვეყნებს, როგორიცაა: ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ა.შ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს არის ჩვენი ქვეყნისა და მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის უპრეცედენტო საერთაშორისო აღიარებაა.

„საამაყოა, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენის კუთხით, ჩვენ გადავუსწარით ისეთ დიდ ქვეყნებს, როგორებიც არიან ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი და სხვა. გლობალური კოვიდპანდემიის პერიოდში ასეთი შეფასება  ბოლო თვეების განმავლობაში  ჩვენს მიერ გაწეული თავდაუზოგავი შრომისა და სამუშაოების შედეგია, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად გასწია",  - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ ამ სამუშაოების შედეგად, საქართველოს ავიაბაზარზე კოვიდპანდემიის მიუხედავად, წელს ბევრი ავიაკომპანია დაბრუნდა და განაახლა ავიარეისები.

„ევროკონტროლის ასეთი შეფასება და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ტემპი გვაძლევს რეალურ პოზიტიურ მოლოდინებს, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც პარტნიორი საერთშორისო ავიაკომპანიებისთვის, ასევე საქართველოში მოქმედი ტურისტული კომპანიებისთვის", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics