|
2021-08-26 14:33:36, 644 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - წელს შევძელით "ენგურჰესზე" კომპლექსური სარემონტო სამუშაოების ჩატარება და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც "ენგურჰესზე" მუშაობს
წალენჯიხა ჩვენთვის არა მარტო ერთ-ერთი გამორჩეული ულამაზესი კუთხეა, არამედ სტრატეგიული მუნიციპალიტეტია, ვინაიდან სწორედ ამ მდებარეობს საქართველოსთვის სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი - „ენგურჰესი", რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, არამედ ეს არის ჰიდროსადგური, რომელიც გვაერთიანებს ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წალენჯიხაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, გარდა იმისა, რომ წლებია ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური სრულიად საქართველოს ერთგულად ემსახურება, რაც იქ მომუშავე ადამიანების დამსახურებაა, წელს მოხდა უპრეცედენტო რამ - მოხერხდა ენგურჰესზე კომპლექსური სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რაც ათეული წლების განმავლობაში არ მომხდარა. „ჩვენ შევძელით და ენგურჰესზე დაახლოებით 47 მილიონი ევროს ღირებულების უდიდესი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, მათ შორის მთლიანად სადერივაციო გვირაბის და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც იქ მუშაობს და ვიცი, რომ მათგან ბევრი სწორედ წალენჯიხელია", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი კიევში ვიტკოფს და კუშნერს ხვდება
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)