2021-08-26 10:58:17, 559 ნახვა
მსოფლიო
ქაბულის აეროპორტი ტერორისტული თავდასხმის საფრთხის ქვეშააა
ქაბულის აეროპორტი ტერორისტული თავდასხმის საფრთხის ქვეშააა.- ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის გამო, ავსტრალია, აშშ და დიდი ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ თავი შეიკავონ ქაბულის აეროპორტში მისვლისგან.
"გადაინაცვლეთ უფრო უსაფრთხო ადგილას და დაელოდეთ დამატებით რეკომენდაციას" - მიმართა საკუთარ მოქალაქეებს გაერთიანებულმა სამეფომ.
ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის პროცესი 14 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს. ქვეყანა 82 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
აეროპორტში და მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იმყოფება, იმედი აქვთ, რომ ავღანეთის დატოვებას შეძლებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,