|
2021-08-25 17:24:58, 731 ნახვა
სამართალი
თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი", კანონდარღვევის 2 ფაქტი გამოვლინდა. პირველ შემთხვევაში, ერთ-ერთი კომპანიის მიერ, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციას, მონაცემთა კონტროლის ავტომატიზებული პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრა და გაფორმების ეკონომკიური ზონა „თბილისის" უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, კამერალურ შემოწმებისა და საქონლის ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა. აღსანიშნავია, რომ საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შედაგად, 48 121,54 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული საქონელი იქნა გამოვლენილი. რაც შეეხება მეორე სამართალდარღვევის ფაქტს, ის საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,სარფი" დაფიქსირდა. მებაჟე ოფიცრების მიერ, სხვადასხვა დასახელების საქონლით (საერთო წონა: 14 714 კგ.) დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებას, წითელი დერეფანი განესაზღვრა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში განთავსდა. ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სხვა საქონელთან ერთად, სატვირთო ავტომობილში - 17 410,90 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ტვირთი (1546 კგ.) გამოვლინდა. ორივე სამართალდარღვევის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)