|
2021-08-23 17:04:27, 5402 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთმა თურქეთის საზღვართან 40 კილომენტრიანი კედელი ააშენა ,რათა შეაჩეროს ავღანელ მიგრანტთა შემოდინება
საბერძნეთმა დაასრულა 40 კილომეტრიანი კედლის მშენებლობა თურქეთის საზღვრის გასწვრივ, მათი აზრით ,ავღანეთში არსებულმა კრიზისმა შესაძლოა გამოიწვიოს თავშესაფრის მაძიებელი ადამიანების შემოდინება.- ინფრომაცის CNN-ი ავრცელებს მათი ცნობით, საბერძნეთის მთავრობის მინისტრებმა დაათვალიერეს საზღვარი და განაცხადეს, რომ ავღანეთის მთავრობის „თალიბებთან“ მარცხმა გააძლიერა მიგრანტების ნაკადი ევროპაში. ქვეყანა იყო მიგრანტების კრიზისის ცენტრში 2010-იანი წლების შუა პერიოდში, როდესაც მილიონობით ლტოლვილი სირიიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან ევროპისკენ დაიძრა. მას შემდეგ საბერძნეთმა მკაცრი პოზიცია დაიკავა, უარყო თურქეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თხოვნა, მიეღო მეტი მიგრანტი ქვეყანაში. "ავღანეთის კრიზისი ქმნის ახალ ფაქტებს გეოპოლიტიკურ სფეროში და ამავდროულად აძლიერებს მიგრანტთა ნაკადების შემოდინებას", - განაცხადა მინისტრმა მიხალის კრისოხოიდისმა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესაუბრა საბერძნეთის პრემიერ მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს ავღანეთის კრიზისის შესახებ. წინა დღეს ერდოღანმა მოუწოდა „ევროკავშირს“ დაეხმაროს ლტოლვილებს. "თუ ავღანეთში გარდამავალი პერიოდი ვერ დამყარდება, მიგრაციაზე ზეწოლა, რომელმაც უკვე საკმაოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია, კიდევ უფრო გაიზრდება და ეს სიტუაცია კი სერიოზულ გამოწვებს შეუქმნის ყველას", - განაცხადა ერდოღანმა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)