2021-08-23 11:01:05, 817 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში შტორმის შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა
შტორმი „ანრი“ აშშ-ის ჩრდილო აღმოსავლეთს დაატყდა თავს. 120 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
„ბიბისის“ ცნობით, სტიქია საგრძნობლად შესუსტდა, ვიდრე ხმელეთს მიაღწევდა, თუმცა მაინც გამოიწვია ძლიერი ქარი და წვიმა.
როდ აილენდსა და სამხრეთ ახალ ინგლისში მცხოვრები მილიონობით ადამიანი მოსალოდნელი ღელვის, წყალდიდობისა და ელექტროენერგიის შეწყვეტის შესახებ უკვე გააფრთხილეს.
ტენესის შტატში წყალდიდობას 21 ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,