|
2021-08-21 12:13:53, 1170 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებს, ალექსეი ნავალნის მოწამვლისთვის 9 ფიზიკურ პირსა და ორ რუსულ ორგანიზაციას ახალი სანქციები დაუწესა. -ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სანქციები მოიცავს როგორც მოგზაურობის შეზღუდვას, ისე აქტივების დაყადაღებას. "დღეს რუსი სახელმწიფო აგენტების მიერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის წლის თავზე ჩვენ ვდგავართ, ჩვენი მოკავშირის დიდი ბრიტანეთის გვერდით, რათა კიდევ ერთხელ დავგმოთ კრემლის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება და რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ოპოზიციონერი ლიდერის სამიზნეში ამოღებისთვის. ნავალნის მოწამვლა ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ საერთაშორისო ნორმების შოკისმომგვრელი დარღვევა იყო და რუსეთში დისიდენტთა ხმის ჩახშობის მიმდინარე კამპანიის ნაწილია" - თქვა სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანდრეა გაცკიმ. ცნობისთვის, მანამდე ახალი სანქციები რუსეთს დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)