|
2021-08-20 14:50:55, 730 ნახვა
მსოფლიო
Reuters- ვაქცინაციამ ხელი შეუშალა ვირუსის გავრცელებას, თუმცა შექმნა სისხლის დონორთა დეფიციტი მსოფლიოში
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ხელი შეუშალა ვირუსის გავრცელებას და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა, თუმცა შექმნა სისხლის დონორების დეფიციტი.- ინფორმაციას “Reuters”-ი ავრცელებს მათი ცნობით, რიგი ქვეყნები არ აძლევენ ადამიანებს, რომლებიც ახალი აცრილები არიან ან გამოჯანმრთელდნენ ვირუსისგან გასცენს სისხლი, ექიმები ამბობენ, რომ დონორთა რაოდენობა შემცირდა და მან საგანგაშოდ დაბალ ნიშნულს მიაღწია რაც საფრთხეს უქმნის გადაუდებელ ოპერაციებს. სამხრეთ კორეაში, რომელიც ახლა ახალ შემთხვევებს ებრძვის , დონორებს არ შეუძლიათ სისხლი გასცენ კოვიდ-19-ისგან განკურნებიდან შვიდი დღის განმავლობაში. კორეის სამედიცინო ასოციაციამ (KMA) მიმართა ექიმებს, რომ ის პაციენტებს რომელებსაც ქირურგიური ჩარევა ესაჭიროებთ, საკმარის სისხლის არ არსებობის შემთხვევაში გადაუდონ ოპერაცია. ”სულ უფრო და უფრო გაიზარდა შემთხვევები როდესაც საავადმყოფოები გვაცნობებენ სისხლის არასაკმარიის რაოდენობის გამო ოპერაციების ან მკურნალობის გადადების შესახებ,” - განაცხადა კორეის სამედიცინო ასოციაცისს ხელმძღვანელმა სამხრეთ კორეის მსგავსად, რუსეთი უკრძალავს სისხლის დონაციას სრულად აცრილ ადამიანებს - მაგრამ არა შვიდი დღის , არამდედ მთელი თვის განმავლობაში. მსგავსი სიტუაციაა ევროპის ბევრ ქვეყანაში, სადაც სისხლის ბანკები დეფიციტზე საუბრობენ. მოსახლოებას ვერ ახერხებს გახდეს სისხლსი დონორი ან კოვიდ სიტუაციის გამო უარს აცხადებს საავადმყოფოში მისვლაზე, რადგან ეშნიათ კორონავირუსით დაინფიცირების . იგივე ხდება აზიაშიც, სადაც ახალი დელტა შტამის აფეთებას ებრძვიან .
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)