18:04 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-19 19:49:03, 630 ნახვა

მსოფლიო
აშრაფ ღანი-მე რომ დავრჩენილიყავი, ქაბულში საშინელი სისხლისღვრის მომსწრე გავხდებოდით

ავღანეთის პრეზიდენტმა  აშრაფ ღანიმ, განაცხადა, რომ მან  ქაბული სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა და უარყო ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მან პრეზიდენტის სასახლიდან გასვლისას დიდი რაოდენობით თანხა აიღო.

”მე რომ დავრჩენილიყავი, ქაბულში საშინელი სისხლისღვრის მომსწრე გავხდებოდით”, - განაცხადა  ღანიმ  ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში, ეს  მისი პირველი საჯარო კომენტარი იყო მას შემდეგ რაც დადასტურდა, რომ ის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იმყოფებოდა.

მისი თქმით, მან ქვეყანა  მთავრობის წარმომადგენლების რჩევით, დატოვა

”ქაბული არ უნდა გადაიქცეს ახალ იემენად ან სირიად სადაც ბრძოლა  ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მიდოდა, ასე რომ მე იძულებული გავხდი დაემეტოვებინა იქაურობა”, - თქვა მან

მან ასევე სცადა გაექარწყლებინა ჭორები, რომლის მიხედვითაც ღანიმ სახელმწიფო სახსრებიდან 169 მილიონი აშშ მოიპარა.

”მე მხოლოდ ჟილეტი და ტანსაცმელი წამოვიღე, ბრალდებები არის უსაფუძვლო ტყუილი. თქვენ შეგიძლიათ საბაჟო თანამშრომლებსაც ჰკითხოთ - ისინი უსაფუძვლოა. ”-განაცხადა ღანიმ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics