05:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-16 12:31:04, 2039 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრი - საველე ჰოსპიტალი ყველაზე უკიდურესი ფორმაა, რომლისთვისაც სისტემა მზადაა

საველე ჰოსპიტალი გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისთვის, რომელთა უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინიტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გნაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე არის თუ არა დაგვიანებული რეაგირება საველე ჰოსპიტლების მომზადებასთან დაკავშირებით ტიკარაძე პასუხობს, რომ საქართველო მზად არის საველე ჰოპიტლების გამოყენებისთვის. 

მინისტრის თქმით, საველე ჰოსპიტლებში კოვიდ პაციენტებს წითელი ჯვრის ექიმები მიიღებენ.


,,საველე ჰოსპიტალი გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისთვის, რომელთა უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. უკვე გამართული არის ყველა ის ინვენტარი, მოწყობილობა თუ გაყვანილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს, იმისათვის რომ მოხდეს მათი მომარაგება ჟანგბადით, არის ორი 5 ტონიანი ცისტერნა, რომელიც მოამარაგებს ამ საწოლებს ჟანგბადით.

რაც შეეხება ექიმებს ვუსმენდი არაერთ ვერსიას სამხედრო ექიმების ჩართვაზე და მნიშვნელოვანია აღინიშნოს ექიმების ის მეტი წილი დღესდღეისობით არის პრაქტიკოსი ექიმი,  მათ აქვთ განათლება მიღებული მაშინ, როცა სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო  და აქვთ გარკვეული გამოცდილება ასთან მიმართ.  საქართველოში  არიან ექიმები, რომელსაც გააჩნიათ დამატებით სამხედრო წოდება და ჩართულები არიან ამ პროცესში.

უნდა აღინიშნოს, რომ საველე ჰოსპიტლებში კოვიდ პაციენტებს სხვა ექიმთა ჯგუფი მიღებს, რომლებიც შესაბამის მომსახურებას გაწევენ კოვიდ პაციენტებთან. მნიშვნელოვანი კომუნიკაცია გვაქვს წითელ ჯვართან, მათ აქვთ კარგი გამოცდილება. სავალე ჰოსპიტალი არის ყველაზე უკიდურესი ფორმა რომლისთვისაც საქართველო მზად არის. ჯანდაცვის სამინისიტრო გააკეთებს ყველაფერს რომ საველე ჰოსპიტალი უკიდურეს შემთხვეაში იყოს გამოყენებული.' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics