13:22 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-15 18:13:54, 904 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ განიმ ქვეყანა დატოვა და ტაჯიკეთში გაემგზავრა

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ განიმ ქვეყანა დატოვა და ტაჯიკეთში გაემგზავრა. ამის შესახებ, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.
მასთან ერთად, ქვეყანა მისი ადმინისტრაციის უფროსმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა დატოვეს.

„თალიბანის“ წევრები ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის გარეუბნებში დღეს შევიდნენ. ისინი უკვე კალაკანის, ქარაბაგისა და პაგმანის ოლქებში იმყოფებიან. 

არსებული ინფორმაციით, თალიბანს ქალაქი არ აუღია და მის შემოგარენში არიან განლაგებული, თუმცა რამდენიმე რეგიონში მეომრები უკვე შევიდნენ.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტურისტის თქმით, თბილისში რუსულად საუბრის გამო სცემეს - პოლიციამ მამაკაცი დააკავა
გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა
სეს: დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics