|
2021-08-11 20:35:23, 779 ნახვა
მსოფლიო
საუდის არაბეთი ვაქცინირებულ, უცხოელ ვიზიტორებს მიიღებს წმინდა ქალაქ მექაში, „უმრას" მცირე პილიგრიმობის ფარგლებში
საუდის არაბეთმა გადაწყვიტა ვაქცინირებული, უცხოელი ვიზიტორების მიღება წმინდა ქალაქ მექაში, „უმრა“ პილიგრიმის ფარგლებში.- ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს მათი ცნობით, ხელისუფლება ორშაბათიდან დაიწყებს მოგზაურების მოთხოვნის მიღებას. უმარის მომლოცველობა წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი და იზიდავს მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოდან. მომლოცველებს ასევე შეუძლიათ ეწვიონ წმინდა ქალაქ მედინას. საუდის არაბეთმა, თავისი საზღვრები დაახლოებით 18 თვის წინ კოროვირუსული პანდემიის გამო დახურა. გასულ თვეს, მხოლოდ 60,000 აცრილ მოქალაქეს მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო შემცირებულ ჰაჯში. ჰაჯი არის მექაშის მოლოცვა, რომელიც მუსლმმა, ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს სიცოცხლეში. იგი ტარდება წლის განსაზღვრულ დროს. საუდის არაბეთი თავდაპირველად ნებას რთავს 60,000 მომლოცველს ჩავიდნენ მექაში. მათი რიცხვი თანდათან გაიზრდება და მიაღწევს ორ მილიონ ადამიანს თვეში, იუწყება საუდის სახელმწიფო პრესის სააგენტო (SPA). საუდის არაბეთი ცნობს შემდეგ ვაქცინებს: Pfizer/BioNTech, Oxford-AstraZeneca, Moderna და Johnson & Johnson. ამჟამადმ ქვეყანას აქვს რეგისტრირებული თითქმის 532,000 კორონავირუსის შემთხვევა და 8,300 -ზე მეტი გარდაცვლილი.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)