14:34 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-11 17:18:41, 876 ნახვა

მსოფლიო
ამერიკელი ოფიციალური პირები- „თალიბანის“ მებრძოლებს შეუძლიათ ავღანეთის დედაქალაქი 90 დღეში დაიკავონ

„თალიბები „ ახლა აკონტროლებენ ავღანეთის 65% -ს . ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის დაცვის პირობით , გააკეთეს ახალი შეფასება იმის შესახებ, თუ რამდენ ხანი გაძლებს ავღანეთის დედაქალაქი ქაბული,  მათი თქმით „თალიბანელები“ ქაბულს 90 დღეში დაიკავებენ, აშშ-ს ხელმძღვანელობით  ძალების წასვლის შემდეგ.-ამის შესახებ უცხოური სააგენტო „Reuters”-ი წერს.

მათი თქმით, მათმა  ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასძინა,რომ  ეს არ არის წინასწარი დასკვნა და რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შეუძლიათ შეცვალონ მდგომარეობა მეტი წინააღმდეგობის გაწევის შედეგად

 ამასთან აშშ -ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთის ლიდერებს მოუწოდა, იბრძოლონ თავიანთი სამშობლოსთვის და განაცხადა, რომ არ ნანობს სამხედრო ნაწილების  გაყვანის გადაწყვეტილებას. მისი თქმით შეერთებულმა შტატებმა 20 წლის განმავლობაში დახარჯა 1 ტრილიონ დოლარზე მეტი და დაკარგა ათასობით ჯარისკაცი.

შეგახსენებთ რომ,  „თალიბები“ იბრძვიან აშშ-ის მხარდაჭერილი მთავრობის დასამარცხებლად და მკაცრი ისლამური კანონის დასამტკიცებლად. ისინი საკმაოდ სწრაფდ იკავებენ ავღანეთს სხვადასვა პროვინციის დედაქალაქებს.

ამას ხელი შაუწყო  აშშ-ს გადაწყვეტილებამ ,რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები თვის ბოლომდე ყველა სამხედრო დანაყოფს გაიყვანს ავღანეთიდან.

„თალიბანმა“ პირობა დადო, რომ არ დაესხმება აშშ-ს ძალებს,  მაგრამ არ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას  ავღანეთის მთავრობასთან. თალიბანის ვალდებულება, სამშვიდობო მოლაპარაკება განეხორციელებინა მთავრობასთან, უშედეგოდ დასრულდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics