12:26 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-11 16:43:07, 1024 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 1-ელ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 1-ელ ოქტომბრამდე გახანგრძლივდება.

„მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლირებადია, თუმცა, სამწუხაროდ, სპეციალისტები აფიქსირებენ პირველ ნეგატიურ ტენდენციებს მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზების რაოდენობის ზრდასთან მიმართებაში. ამიტომ, აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელისუფლება დღეს იღებს დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 1-ელ ოქტომბრამდე გახანგრძლივდება“, - განაცხადა  პრემიერმა.

ცნობისთვის, უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა 31 აგვისტოს უნდა მოხსნილიყო.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics