22:24 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 13:36:29, 406 ნახვა

სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, 11 პირი დააკავეს

კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ჯამში  11 პირია დაკავებული,-ამის შესახებ მთავარ პროკურატურასთან კახა ნაკანისა  და ირაკლი ფირცხალავას  ადვოკატმა დავით ხაჟალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, დაკავების ოქმში ჩაიწერა, რომ დაკავებულები არიან როგორც განზრახ მკვლელობით დამამძიმებელ გარემოებებში, ასევე მტკიცებულებათა ფალსიფიცირებით. ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას ბრალად კორტების სპეცოპერაციის ორგანიზება და ამით მკვლელობის შენიღბვა ედება. ადვოკატი ვარაუდობს, რომ დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.

"დაკავებულია 11 პირი. ისინი არიან როგორც განზრახ მკვლელობით დამამძიმებელ გარემოებებში, ასევე, მტკიცებულებათა ფალსიფიცირებით. ერთი გამომძიებელი ბეროძე, რომელსაც მანქანა დაეჯახა და მიიღო დაზიანებები, მტკიცებულებათა ფალსიფიცირებითაა დაკავებული, ხოლო დანარჩენი განზრახ მკვლელობით. ვფიქრობთ, რომ ბრალდება, რის გამოც ფირცხალავა  დააკავეს, აბსურდული თეორიაა, რადგან დაკავების ოქმში წერია, რომ ფირცხალავამ დაგეგმა, ორგანიზება გაუკეთა და ამ სპეცოპერაციით შენიღბა მის მიერ დაგეგმილი მკვლელობა. სავარაუდოდ, ბრალი მათ ხვალ წარედგინებათ",-განაცხადა დავით ხაჟალიამ.

 რაც შეეხება მათ ადგილმდებარეობას,  ხაჟალიას ინფორმაციით, თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი ე.წ. მოდულის შენობაში, ხოლო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე  ირაკლი ფირცხალავა, მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.

"ასევე გადანაწილებული არიან სხვადსხვა ბრალდებულები",-აღნიშნა ადვოკატმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics