|
2021-07-30 11:32:19, 786 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში მოქალაქეს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს, 100 აშშ დოლარს გადაუხდიან
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შტატების ადგილობრივ მთავრობას მოუწოდა, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ჩაიტარებს, წახალისების მიზნით, როგორც სტიმული 100 დოლარი გადაუხადონ. ,,ვიცი, რომ შეიძლება ეს უსამართლოდ ჟღერდეს იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ თუ წახალისების საშუალებები გვეხმარება ამ ვირუსის დამარცხებაში, მიმაჩნია, რომ ჩვენ ისინი უნდა გამოვიყენოთ", - აღნიშნა ბაიდენმა. პრეზიდენტმა წამახალისებელ განცხაებასთან ერთად ახალი წესები წარადგინა. კერძოდ, სამთავრობო დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებსაც არ ექნებათ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, კვირაში ერთხელ ან ორჯერ „კოვიდ-19“-ის ტესტი ჩაუტარდეთ და მოგზაურობაზე შეზღუდვები დაუწესდეთ. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თავდაცვის დეპარტამენტს სამხედროების მასობრივი ვაქცინაციის საკითხის შესწავლა დაავალა. ,,იუსტიციის დეპარტამენტმა განმარტა, რომ კოვიდ 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოთხოვნა სავალდებულოა. ყველას გვსურს, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ და სამუშაო ადგილები, სადაც ადამიანები სრულად ვაქცინირებული არიან, ამის სწრაფად და წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს,"- აღნიშნა ბაიდენმა. ცნობისთვის, აშშ-ში დაახლოებით 163.8 მილიონი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)