2021-07-28 09:56:22, 681 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს დახურულ სივრცეში პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მოუწოდებს სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, პირბადე დახურულ სივრცეშიც ატარონ.
როგორც Reuters-ი წერს, აშშ-ის რეგიონებში კორონავირუსის სწრაფი გავრცელება მიმდინარეობს, 63.4%-ში ვირუსის გავრცელება ძალიან მაღალია, ამიტომ საჭიროა პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულო გახდეს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ორი თვის წინ გამოაცხადა, რომ სრულად ვაქცინირებული პირებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნებოდა, თუმცა მაშინ, ინფიცირების ახალ შემთხვევათა რიცხვი მკვეთრად შემცირებული იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,