08:43 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-23 16:55:09, 896 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - საყოველთაო ვაქცინაცია არის უალტერნატივო წინაპირობა იმისათვის, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი შევინარჩუნოთ

დღეიდან რუსთავის „აზოტი" იმ საწარმოთა რიცხვშია, რომელთა თანამშრომლები ორგანიზებულად, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, შეძლებენ კოვიდ-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით. ვაქცინაციის პირველ დღეს „აზოტის" 100-მდე თანამშრომელი აიცრა, დანარჩენები მომდევნო დღეებში აიცრებიან. რუსთავში მდებარე საწარმოების თანამშრომელთა ვაქცინაცია კლინიკა „რუსთავში" მიმდინარეობს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი აცხადებს, საყოველთაო ვაქცინაცია არის უალტერნატივო წინაპირობა იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდის ის ტემპი, რომელიც ბოლო თვეებში ფიქსირდება. „სწორედ ამიტომ ეკონომიკის სამინისტრო ძალიან აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან, განსაკუთრებით მსხვილ დამსაქმებლებთან, რომელთა თანამშრომლებისთვისაც ხდება კიდევ უფრო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ვაქცინაციის თვალსაზრისით".

მინისტრის მოადგილის თქმით, მისასალმებელია საქართველოს მსხვილი ინდუსტრიული საწარმოების მხრიდან გამოჩენილი მზაობა, ჩართონ ვაქცინაციის პროცესში.

 „ამით ამ საწარმოთა თითოეული თანამშრომელი გამოხატავს სწორ სამოქალაქო პოზიციას, რადგან პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საწარმოების თანამშრომელთა დროული ვაქცინაცია, რომელთაც ერთიან სივრცეში უწევთ პროფესიული საქმიანობის წარმართვა და ამდენად, ვირუსის გავრცელების რისკი გაცილებით დიდია. მოხარული ვართ, რომ რუსთავის „აზოტის" თანამშრომელთა მხრიდან დიდი ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში და იმედი გვაქვს, რომ მალე მათ სხვა საწარმოთა თანამშრომლებიც შეუერთდებიან", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

„პროცესი გაგრძელდება აბსოლუტურად ყველა რეგიონში. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ნებისმიერი სექტორის ნებისმიერ დამსაქმებელთან იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მათი თანამშრომლების ვაქცინაცია", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

ცნობისთვის, რუსთავის „აზოტი" ქვემო ქართლში მდებარე მეორე საწარმო „ქართლი ტექსტილის" შემდეგ, რომელთა თანამშრომლებიც მასობრივი ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობენ. უახლოეს პერიოდში ვაქცინაცია ჩატარდება არა მხოლოდ რუსთავში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში, სადაც კერძო სექტორში დასაქმებულები ორგანიზებულად შეძლებენ აცრას.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics