2021-07-22 17:01:45, 1045 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.1191 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.0950 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0241 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.6787 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.6437 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0350 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,