|
2021-07-22 12:46:54, 1168 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველოში ელიტური კორუფციაა
ფრაქცია „პარტნიორობა - ლელო საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი აშშ-ის სახელმიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ანგარიშს აფასებს. როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და ქვეყანაში ელიტური კორუფციაა. მისივე თქმით, დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველოში ინვესტირება არ არის მიზანშეწონილი, რაც ნიშნავს გაზრდილ სიღარიბესა და უმუშევრობას. „როდესაც ასეთ დოკუმენტში წერია პირდაპირ, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და ქვეყანაში არის ელიტური კოფურცია რაც ნიშნავს, რომ რეალურად ბიზნესს ამ ქვეყანაში ვერ აწარმოებ, ინვესტიციას ვერ ჩადებ, თუ არ შეხვალ კორუფციულ გარიგებაში, ეს არის პირდაპირ სიგნალი, რომ ამ ქვეყანაში, ჩვენს სახელმწიფოში ინვესტირება არ არის მიზანშეწონილი და ეს რასაც ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც დამოკიდებული არიან სწორად ამ ინვესტორებზე, ნიშნავს გაზრდილ სიღარიბეს, გაზრდიულ უმუშევრობას და სრულ უპერსპექტივობას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა 170-ზე მეტ ქვეყანაში 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის ანალიზი გამოაქვეყნა, მათ შორის საქართველოზეც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები საიმედოა, თუმცა მზარდია უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობების მიმართ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)