2021-07-21 17:03:12, 972 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.0950 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.0962 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.6437 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.6492 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0055 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,