|
2021-07-21 13:36:14, 999 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაცია უარესდება, ჩვენ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში
ეპიდსიტუაცია უარესდება, ამიტომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ გამორიცხავს რეგულაციების გამკაცრებას და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს. ,დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები იმეორებს იმას, რაც მაისის პიკზე გვქონდა და რაც ნოერმბრის დასაწყისში იყო. ყველამ უნდა გავითავისოთ და დავიცვათ რეკომენდაციები, პირველ რიგში პირბადე ყველა დახურულ შენობაში. ასევე შემოდის რეგულაცია ღია სივრცეებში სადაც 5-6 ადამიანი ვიკრიბებით უნდა გვეკეთოს პირბადე. თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, თავშეყრებზე, კონცერტებზე და ავიცრათ ყველა! საზოგადოება მოდუნდა, მესმის ზაფხულია, ყველას უნდა გარეთ ყოფნა და რესტორანში დაჯდომა, მაგრამ 26 ადამიანი მოკვდა დღეს დილასაც," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)