11:21 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-21 10:33:39, 2319 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანმო-ს მონაცემებით, მსოფლიოში, გასული კვირაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 12%-ით გაიზარდა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეული ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 3.4 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 12%-ით მეტია.

ჯანმო-ს ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსს 57 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რა წინა კვირაში დაფიქსირებულ ლეტალურ შემთხვევებზე 2 000-ით მეტია.

ყოველკვირეულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ინდონეზიაში ფიქსირდება, მას გაერთიანებული სამეფო მოსდევს, მესამე ადგილს კი, ბრაზილია იკავებს.

ამასთან, ორგანზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ე.წ ახალი შტამები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აგრძელებენ გავრცელებას. კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამი მსოფლიოს 180 ქვეყანაშია გამოვლენილი, ე.წ სამხრეთ აფრიკული 130 ქვეყანაში, ე.წ ბრაზილიული შტამით ინფიცირება კი, 78 ქვეყანაში ფიქსირდება. რაც შეეხება კორონავირუსის ე.წ ინდურ შტამს, ის მსოფლიოს 124 ქვეყანაშია გამოვლენილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სენატორებმა მოითხოვეს Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვა
საფრანგეთში ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა - ორგანიზატორების თქმით, 800 000 ადამიანი მონაწილეობდა.
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ომსკში, საზღვრიდან 2500 კილომეტრში მდებარე Ozon-ის საწყობს და ნავთობქიმიურ ქარხანას
ტრამპი: აშშ ირანზე დარტყმას 25 ოქტომბრიდან განიხილავს, თუმცა მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics