|
2021-07-20 15:24:27, 1485 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეს თავიდან იყო ნავარაუდევი - 3.5%-იანი პროგნოზი 7.7%-მდე გაიზარდა
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მორიგი შეფასება გააკეთა, რომლის მიხედვით დადასტურდა ჩვენი მოლოდინი და პროგნოზიც, რომ წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეს თავიდან იყო ნავარაუდევი - 3.5%-იანი პროგნოზი 7.7%-მდე გაიზარდა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სავალუტო ფონდის მისიაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც გუშინ დასრულდა. ნათია თურნავას თქმით, ეს არის საბაზისო სცენარი, თუმცა, შესაძლებელია წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდეს, თუ ამაში მთავრობას ხელი პანდემიამ არ შეუშალა. „სახეზეა გარკვეული პოზიტიური ტენდენციებია, მათ შორის ახლა გამოქვეყნდა ივნისის თვის საგარეო ვაჭრობის მორიგი სტატისტიკა, რომლის მიხედვით ექსპორტი გაზრდილია 30%-ით, ადგილობრივი ექსპორტი - 40 %-ით. ზრდა არის არამარტო 2020, არამედ 2019 წელთან შედარებით. ასევე უმჯობესდება ეროვნული ვალუტის მდგომარეობა, ხდება ლარის გამყარება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია განმტკიცდეს, ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს, ეს არის პანდემია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავამ ისაუბრა იმ მთავარ ფაქტორებზე, რომლებმაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მკვეთრი გაუმჯობესება და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა გამოიწვია: მიმდინარე რეფორმები, რომლებიც პანდემიის დროსაც არ შეჩერებულა; პროგრამები, მათ შორის „აწარმოე საქართველოში" და პოლიტიკური სტაბილურობა. „პანდემიის მიუხედავად, ჩვენ რეფორმები მიმდინარეობის პროცესი არ შეგვიჩერებია - ხორციელდება სტრუქტურული, დარგობრივი რეფორმები. მეორე ფაქტორი - ეს არის პროგრამები, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში", რომელიც პანდემიის დროს გაიზარდა, გაფართოვდა და რეალურ ბერკეტად იქცა ბიზნესების ჯერ გადარჩენის, როდესაც პანდემიის და ეკონომიკის დახურვის გამო ბევრი ბიზნესი გაკოტრების აღმოჩნდა, ახლა კი კვლავ ამოქმედებისა და განვითარებისთვის. მესამე ფაქტორი კი პოლიტიკური სტაბილურობაა, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკის განვითარებას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
გადაწყვეტილება მიღებული არაა, ვმსჯელობთ – სალია რუსთავის N6 ციხის უფროსის გათავისუფლებაზე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)