17:19 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 11:51:51, 336 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა  2015 წლის 30 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა.

 სარჩელი  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გასაჩივრებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 30 ნოემბერს მიღებული ე.წ. „მოსმენებთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები.
„სარჩელის მიხედვით, გასაჩივრებული დებულებები შესაძლებელია სახელმწიფო ორგანომ გამოიყენოს, როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების დამოუკიდებელი საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც განსხვავდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურისგან. კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია პროკურორის დადგენილების საფუძველზე, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას და ამგვარი ქმედების კანონიერება 24 საათის განმავლობაში უნდა შეფასდეს სასამართლოს მიერ. აღნიშნულისგან განსხვავებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ამგვარი საგამოძიებო მოქმედებისთვის საკმარისია მხოლოდ პროკურორის მოტივირებული დადგენილების არსებობა“,-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ორგანოების უფლება, ჰქონდეთ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების და კომუნიკაციის შინაარსის რეალურ დროში მიღების უწყვეტი შესაძლებლობა, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მეორე წინადადებებში არსებულ ბუნდოვანებაც იძლევა სადავო აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს. კერძოდ, გაუგებარია როგორ უნდა იქნეს გაგებული, მაგალითად, „ინფორმაციის მოპოვების შემდგომი ღონისძიება“, ისევე, როგორც „ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შემდგომი ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საჭიროებს სასამართლო განჩინებას ან პროკურორის დადგენილებას“,-აღნიშნულია სახალო დამცველის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics