10:27 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-17 12:29:46, 1298 ნახვა

მსოფლიო
წყალდიდობამ გერმანიის დასავლეთ რეგიონებს გამანადგურებელი ზიანი მიაყენა -ფოტო

წყალდიდობამ გერმანიის დასავლეთ რეგიონებს გამანადგურებელი ზიანი მიაყენა. ადგილობრივი მთავრობები აცხადებენ, რომ დატრიალებული უბედურება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველზე დიდი კატასტროფის ტოლფასია.
ან დროისათვის 106 დაღუპულია, რაოდენობა ყოველ საათში იზრდება, მაშველები კატასტროფის ადგილებში ნონ სტოპ მუშაობენ და ცხედრები სარდაფებიდან, გარაჟებიდან, ლაფებიდან და ა.შ ამოჰყავთ. 100 დაკარგულია(თავიდან საუბარი იყო 1300-ზე) და 400-ზე მეტი დაშავებული.
მძიმე ვითარება ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიისა და რაინლად პფალცის რეგიონებშია. მხოლოდ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში წყალდიდობის შედეგად 23 ქალაქი და რაიონი დაიტბორა. განსაკუთრებით დრამატულია ვითარება, კიოლნის, დიურენის, ვუპერტალის, ერკელენცის, ერფშტადტის, ერკრატ დერ ეიფელის, შულდის და ა.შ მიდამოებში.
რატომ მოუწია ამდენ ადამიანს ასე ტრაგიკული სიკვდილი?-ეს არის დღეს კითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმის, ექსპერტები ამბობენ, რომ სტიქია პროგნოზირებადი იყო.
დასავლეთ გერმანიაში გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ უკვე მოსალოდნელია ქარიშხალი - ამჯერად ქვეყნის სამხრეთით. შაბათსა და კვირას სამხრეთ-აღმოსავლეთ ბავარიაში უკიდურესად ძლიერი წვიმა და ქარი იქნება.

მიშა ხაჩიძე ჟურნალისტი - გერმანია 


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics