|
2021-07-15 22:10:42, 1837 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიამ LGBTIQ თემის დისკრიმინაციის გამო, უნგრეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყო
ევროკომისიამ LGBTIQ თემის დისკრიმინაციის გამო, უნგრეთისა და პოლონეთს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყო. ევროკავშირმა უნგრეთის მთავრობის მიერ 15 ივნისს მიღებული ახალი კანონი მწვავედ გააკრიტიკა. კანონის თანახმად ქვეყანაში არასრულწლოვნებისთვის LGBTIQ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება პროპაგანდად ითვლება და იკრძალება. ევროკავშირის კრიტიკის სამიზნე იყო 2020 წელს უნგრეში მიღებული კიდევ ერთი კანონი, რომელიც LGBTIQ თემის წევრებს შვილის აყვანის უფლებას უზღუდავს. რაც შეეხება პოლონეთს, ქვეყანაში 100-ზე მეტმა ადმინისტრაციულმა რეგიონმა თავი „LGBTIQ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონად“ გამოიცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ახალ კანონებს სამარცხვინო უწოდა. „ევროპა არასოდეს დაუშვებს ჩვენი საზოგადოების ნაწილის სტიგმატიზაციას. თანასწორობა, ღირსებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ევროკავშირის ფუნდამენტური ფასეულობებია. კომისია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ამ ღირებულებების დასაცავად“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)