05:23 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-15 10:30:41, 724 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ერთ-ერთი კომერციული ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, ამავე ბანკის ბათუმის ფილიალის ყოფილი მენეჯერი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მითვისებული თანხა ჯამში შეადგენს 2 467 667 ლარს, 180 480 აშშ დოლარს და 80 000 ევროს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2015 წლიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, დაამზადა ანაბრის გახსნისა და დახურვის ყალბი ხელშეკრულებები, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, რა გზითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მითვისებული თანხა ჯამში შეადგენს 2 467 667 ლარს, 180 480 აშშ დოლარს და 80 000 ევროს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics