16:49 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-09 17:40:45, 601 ნახვა

საზოგადოება
კიდევ 230 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 230 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში მართლზომიერად ცხოვრობდნენ მესაკუთრეები გახდნენ.

„იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, ამ დრომდე, არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა, ჰქონდათ შიში, რომ კიდევ მოუწევდათ საცხოვრებლის შეცვლა, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უშლიდა მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესს. ახლა კი, უკვე შეეძლებათ თავად განკარგონ საკუთარი ქონება. დაკანონების პროცესი სრულიად ნებაყოფლობითია, იმ შემთხვევაში თუ დევნილ ოჯახს  არ სურს არსებული საცხოვრებლის დაკანონება, მაგალითად ფართის სიმცირის გამო, ჩვენ მას განსახლების ალტერნატიულ პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას ვაძლევთ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართი 800-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს უკვე დაუკანონდა.  სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში კი, ამ პერიოდში, ჯამში, 5000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics