01:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-08 20:35:11, 1117 ნახვა

კომენტარი
მარიამ ქვრივიშვილი - საქართველო სწორი ევროპული ღირებულებების ქვეყანაა, რომელიც ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს

საქართველო სწორი ევროპული ღირებულებების ქვეყანაა, რომელიც ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს და არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ჩვენი გუნდი ამ ღირებულებების ხელყოფის თუნდაც მცდელობას დაუშვებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს გზა არის ევროპული გზა და სახელისუფლებო პოლიტიკური გუნდი არის ევროპული ღირებულებების მქონე გუნდი.

„ამიტომ მინდა, ყველას ერთხელ კიდევ ხაზგასმით ვუთხრა - არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ჩვენი გუნდი დაუშვებს ამ ღირებულებების ხელყოფის თუნდაც მცდელობებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროკავშირის ჩამოხსნილი დროშის პირადად აღმართვა უდიდესი გზავნილი იყო.

„მოხარული ვარ, რომ ეს გზავნილი ძალიან მკაფიოდ იქნა დანახული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და ჩვენ გუშინვე ვიხილეთ მათი ძალიან პოზიტიური გამოხმაურება როგორც ქვეყნისადმი, რომელსაც აქვს სწორი ევროპული ღირებულებები - ჩვენ არცერთი წუთით არ გადაგვიხვევია ამ ღირებულებებისთვის და არც ვაპირებთ, რომ გადავუხვიოთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics