01:41 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-07 17:05:17, 657 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები ჩვენი ტრადიციებით, ეროვნული იდენტობით და სულისკვეთებით

„როდესაც ვამბობდით, ტრადიციებით ევროპაში, ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები ჩვენი ტრადიციებით, ეროვნული იდენტობით და ეროვნული სულისკვეთებით და არა ამ ყველაფრის ჩამორეცხვის და შემდეგ სხვანაირი რეალიზაციის ხარჯზე“- განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ  კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიასთან დაკავშირებით.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა,  უდავოა, რომ პიარ კამპანია და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი არ უნდა გადიოდეს საპატრიარქოს და პატრიარქზე დარტყმის ხაზზე.

მისივე თქმით, ეს არის წლების განმავლობაში წარმოებული კამპანიის ნაწილი კათოლიკოს-პატრიარქის და საქართველოს ეკლესიის მიმართ, რაც ხორციელდებოდა ძალადობით.

„ეს ძალადობა იყო მორალური, პროპაგანდისტული, პიარ კამპანიის გაწერილი გეგმებით.  სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც მხარდაჭერას ჯერ კიდევ მოიპოვებენ ხოლმე არჩევნებში ის ძალები, რომლებიც ღიად და აშკარად, ძალიან ცუდი ფორმებით უპირისპირდებიან ქართულ ეკლესიას. მე არ მაქვს ილუზია, რომ ყველგან ყველაფერი კარგად არის, ნებისმიერი თემა უნდა გავხსნათ სამსჯელოდ, მაგრამ  არსებობს საკითხები, რომელზეც უკამათოდ, უდავოდ უნდა შევჯერდეთ. ის, რომ პიარ კამპანია და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი არ უნდა გადიოდეს საპატრიარქოს და პატრიარქზე დარტყმის ხაზზე, უდავო უნდა იყოს. არსებობს რაღაც ღირებულებები, რაც არ გადაიხედება, ისევე, როგორც არ გადაიხედება საქართველოს კონსტიტუციაში ჩვენს მიერ შეტანილი უიშვიათესი დათქმა, რომ ქართული სახელმწიფოს არჩევანი არის ევროატლანტიკური სივრცე და  ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. ოღონდ ეს ყველაფერი არა ეროვნული იდენტობის გვერდზე გაწევის ხარჯზე, არამედ ქართული ტრადიციული ეროვნული იდენტობის შენარჩუნების, გამყარების ხარჯზე უნდა მოხდეს.  როდესაც ვამბობდით, ტრადიციებით ევროპაში, ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი ეროვნული იდენტობით და ეროვნული სულისკვეთებით და არა ამ ყველაფრის ჩამორეცხვის და შემდეგ სხვანაირი რეალიზაციის ხარჯზე. თუმცა, ერთი მხრივ ძალადობა და პროვოკაციები, მორალური, ფსიქოლოგიური, პროპაგანდისტული ძალადობაც კი არცერთ შემთხვევაში არ ამართლებს არანაირ ძალადობას მითუმეტეს, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას, მედიასაშუალებების მიმართ ძალადობას და ა.შ.“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics