|
2021-07-07 12:27:02, 745 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძე - პრემიერი უნდა გადადგეს, მნიშვნელოვანია ივანიშვილის და საპატრიარქოს პასუისმგებლობაც
ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის და საპატრიარქოს პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლებასთან არიან გარიგებული. „ის, რაც ბოლო 48 საათი ხდებოდა საქართველოში, ეს არის ნამდვილად ჩვენი ქვეყნის გზაგასაყარი. ან ჩვენ ვუთმობთ ქვეყანას რუსეთს და ეს დაიწყო პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ან ჩვენ მივდივართ იქით, სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივი ადგილი საქართველოსი. ეს ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლებასთან გარიგებული ჯგუფები არიან, მათ შორის ანაფორას ამოფარებული ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოდანაც, ვინც ცდილობს, საქართველოდან განდევნოს ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები. ეს იქნება უმძიმესი წერტილი სტრატეგიული პარტნიორებისთვის. ეს ყველაფერი არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, როგორც მოქმედებს რუსეთი, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების დახმარებით. ეს არის ის ყველაფერი, რაც არის „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგი. ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის და საპატრიარქოს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ივლისს პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა და მოქალაქეებმა 5 ივლისს დაზარალებულ მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს. გუშინდელი აქციის პარალელურად კვლავ შეიკრიბნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებიც. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 100 პირი დააკავა, რომელთაგან 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)