|
2021-07-06 17:03:27, 522 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აგრო და ეკოტურიზმის მხარდაჭერა მოხდება
„პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სესხის თანადაფინანსებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემით და გრანტით წავახალისებთ აგროტურიზმს და ეკოტურიზმს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე. მინისტრის განცხადებით, ეს იქნება კომპლექსური დახმარება ფერმერისთვის, რომელსაც აქვს თუნდაც მცირე ფერმერული მეურნეობა და გადაწყვეტს, რომ მცირე სასტუმრო, რესტორანი, კაფე ან სხვა ტურისტული ობიექტი განავითაროს პარალელურად. „ახლა, პოსტპანდემიურ პერიოდში ღია სივრცეში ტურისტული პროდუქტები და ადგილები უფრო მოთხოვნადი იქნება და ეს არის ის პროგრამა, რომელიც რეგიონებში გაიშლება", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ნათია თურნავას ინფორმაციით, აგრო და ეკოტურიზმის სექტორს სახელმწიფო პერსონალის ტრენინგსა და ინფოტურების მოწყობაშიც დაეხმარება, რაც ნიშნავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბლოგერების და ინფლუენსერების ჩამოყვანას, რათა მათ გაიტანონ ინფორმაცია ჩვენი ტურისტული ღირშესანიშნაობების შესახებ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)