03:14 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-06 12:24:30, 554 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარია თავისუფალი სიტყვა, სივრცე და გარემო ჟურნალისტებისათვის

ძალადობა არის დასაგმობი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელი ეშლებათ ჟურნალისტებს მათ საქმიანობაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარი არის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სივრცე და გარემო ჟურნალისტებისათვის.

„ძალადობა არის დასაგმობი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელი ეშლებათ ჟურნალისტებს მათ საქმიანობაში და როდესაც ხდება ჟურნალისტებზე შეტევა. ის ფაქტები, რაც ჩვენ ვიხილეთ, დაშავებული ჟურნალისტები, ეს არის ყოვლად მიუღებელი. ძალადობა არის მართლაც ყოვლად მიუღებელი ჟურნალისტებთან მიმართებაში. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარი არის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სივრცე და გარემო ჟურნალისტებისათვის იმისთვის, რომ იმუშაონ. ჩვენ რასაკვირველია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული ასეთი ფაქტი იყოს გამოძიებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს, რომლის შედეგად დაშავდა მედიის 55-მდე წარმომადგენელი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე 11 პირი დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics