04:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-04 13:33:53, 1179 ნახვა

კომენტარი
მეუფე საბა - ქრისტესა და ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა და ეს არის მიუღებელი

„ქრისტეს სახელით და ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა და ეს არის მიუღებელი“, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს კანონები და ეკლესიის კანონები ვერ იქნება ერთი და იგივე.

„ქრისტეს სახელით და ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა და ეს არის მიუღებელი. ეს აცდენილია ქრისტეს და სახარებას.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, სახელმწიფოს კანონები და ეკლესიის კანონები ვერ იქნება ერთი და იგივე. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული თავისი მოქალაქე და უზრუნველყოს მისი უფლებები, რომელიც არის კონსტიტუციის მიერ მინიჭებული.

ჩვენი სამეფო არის ზეციური ცხოვრების გზა და ზეციური ცხოვრებისაკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ უნდა მივუთითოთ, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს ის, რაც არის ღვთისათვის სათნო და რა არ არის.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველ რიგში იქნება ეს საკუთარი ცხოვრების მაგალითის მიცემის. თუ ადამიანებს არ აინტერესებთ, სამწუხაროდ, ღმერთთან ერთობაა, ჩვენ ვერ ვიქნებით მოძალადეები. ნებისმიერ ცოდვაზე შეიძლება ითქვას, აზარტული თამაშები იქნება თუ სხვადასხვა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, ბევრი ჩვენთაგანის უმეტესი ნაწილი ამ ცოდვაშია, ჩვენ ამას არაფრით გავამართლებთ, მაგრამ ყოველთვის მექნება სიყვარულით დამოკიდებულება ცოდვილი ადამიანების მიმართ.

ჩვენი ხელები ყოველთვის იქნება გაშლილი, როგორც მამის, რომელიც ელოდება თავის დაკარგულ შვილს, რომ მიიღოს, ჩაიხუტოს. ძნელია განვიკითხოთ სხვა ადამიანები, მაგრამ უნდა ვეცადოთ სიყვარული გამოვხატოთ ყველა ადამიანის მიმართ.

მაცხოვარი განკაცდა და ჯვარს ეცვა არა მხოლოდ ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის და არავინ იცის ვინ როგორ დაასრულებს საკუთარ ცხოვრებას და ვის როგორი სინანული ექნება“, - განაცხადა მეუფე საბამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics