07:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-02 00:25:45, 987 ნახვა

სამართალი
პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის 20 მოწინააღმდეგე დააკავა

პოლიციამ იმ ტერიტორიაზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიება ტარდებოდა, ანტიაქციის 20 მონაწილე დააკავა.

დაკავება ადმინისტრაციული სამართალ დარღვევათა კოდექსით განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისს „თბილისი პრაიდის“ კვირეული დაიწყო და პირველი ღონისძიება გაიმართა, სადაც კვირეულის მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს. ისინი პრაიდის არ ჩატარებას ითხოვდნენ.

კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს ტერიტორიაზე ცოცხალი ჯაჭვისა და რკინის ჯებირების განლაგება მოუწიათ. ადგილი ჰქონდა რამდენიმე ფიზიკურ დაპირისპირებასაც. აქციის მონაწილეები კვირეულის ორგანიზატორებსა და პოლიციის თანამშრომლებს კვერცხებსა და წყლის ბოთლებს ესროდნენ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ პოლიციამ სპეციალური დერეფნის დახმარებით მოწვეული სტუმრები და ელჩები ტერიტორიიდან გაიყვანა.

თავდაპირველად დაკავებული იქნა 11 პირი, დაკავებულთა რაოდენობა კი 20 პირამდე გაიზარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics