12:20 - 06 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 15:31:42, 508 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი: მაისში დაფიქსირებული 25.8%-იანი ზრდა მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდის დინამიკა პოზიტიური სცენარისკენ მიმდინარეობს

მაისში დაფიქსირებული 25.8%-იანი ზრდა მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდის დინამიკა პოზიტიური სცენარისკენ მიმდინარეობს, რომელიც წლიურ ჭრილში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს,  - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მაისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშნელოვანია, რომ ზრდა ფიქსირდება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც.

„მიმდინარე წლის მაისის თვეში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 25,8%-ით შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანია ის, რომ ზრდა ფიქსირდება არა მხოლოდ შარშანდელ პერიოდთან შედარებით, არამედ ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება პანდემიამდე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2019 წელთან შედარებით გვაქვს 8,8%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია, პრაქტიკულად, ყველა სექტორში აქტივობების ზრდით - დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვები გაზრდილია 50%-ით, ასევე, სტაბილურად იზრდება ექსპორტის მაჩვენებელი, სადაც დაფიქსირდა 45%-იანი ზრდა. მაისის თვეში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრო გადახედავს წლიური ეკონიმიკური ზრდის პროგნოზებს, რომელიც უკვე ასახული იქნება ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვერსიაში, რომელიც უახლოეს პერიოდში განსახილველად წარედგინება საქართველოს პარალმენტს. მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკური ზრდის დინამიკა მიმდინარეობს პოზიტიური სცენარისკენ, რაც მოლოდინს აჩენს,  რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა დონეზე დაფიქსირდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დრონები რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, როსტოვში ოთხი ადამიანი დაშავდა
7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ელჭექი და სეტყვა
ეგვიპტელ ტელეწამყვან სარა ხალიფას და კიდევ 11 პირს ნარკოტიკებთან დაკავშირებული საქმეში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
ირანი აშშ-ს ტანკერების თავდასხმის შემდეგ უფრო ძლიერი სამხედრო პასუხით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics