2021-06-29 10:03:30, 1517 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 182 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 182 მილიონს გადააჭარბა და 182,202,398-ს შეადგენს.
შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები Worldometers-ზეა განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსისგან 166,764,096 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 3,945,677-ს მიაღწია.
ვირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 34,511,636 შემთხვევაა გამოვლენილი. მეორე ადგილზეა ინდოეთი - 30,316,897 შემთხვევით, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილს ბრაზილია და საფრანგეთი იკავებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,