06:27 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-28 13:10:16, 538 ნახვა

კომენტარი
მოსამართლე ლაშა მაღლაკელიძე: წლებია, ცალკეულ მოსამართლეთა და ინსტიტუციის დისკრედიტაცია მიმდინარეობს

მოსამართლე ლაშა მაღლაკელიძე აცხადებს, რომ უკვე წლებია, მიზანმიმართულად მიმდინარეობს მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია.

„ესაა როგორც ცალკეულ მოსამართლეთა, ისე, მთლიანად, ინსტიტუციური დისკრედიტაცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ეს არც გუშინ დაწყებულა და არც რამდენიმე თვის წინ, ეს უკვე, წლებია, მიმდინარეობს. რამდენიმე წლის წინაც, ჩვენ გვქონდა ასეთი პოზიცია; როდესაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, დისკუსია მიმდინარეობდა, ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გაუქმებულიყო. დღეს უკვე დისკუსიაა იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დანიშვნა, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, უნდა შეჩერდეს და, მოცემულ შემთხვევაში, ისინი არ უნდა განმწესდნენ“, - ამბობს ლაშა მაღლაკელიძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს იურიდიული კომიტეტი უახლოეს პერიოდში განიხილავს. ამ თემაზე დღეს საუბარი იქნება ბიუროს სხდომაზე. მოსამართლეთა 9-კაციანი სია ამ დრომდე განხილვის თემაა პარლამენტსა და მესამე სექტორში. მოსამართლეები მოუწოდებენ მხარეებს, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისგან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics