|
2021-06-26 20:42:36, 900 ნახვა
კომენტარი
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან ფრთხილი მიდგომა გახსნებთან, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რეგულაციის შემსუბუქების შემთხვევაში
„ტურიზმის აღდგენასა და გაძლიერებაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს მდგრადი, სტაბილური და აღარ იყოს რყევები, რომლებზეც ძალიან სენსიტიურად რეაგირებს ტურიზმის ინდუსტრია, რადგან ეს პირდაპირ აისახება ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილებზე, შემოსავლებზე და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან ფრთხილი მიდგომა გახსნებთან, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რეგულაციის შემსუბუქების შემთხვევაში," - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ რეგულაციების მნიშვნელობას, რომლებიც, მთავრობის აქტიური ძალისხმევით, დაინერგა და ეფექტურია უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. „ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც კორონავირუსი ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდა და ვიცოდით, რომ დადგებოდა პერიოდი, როგორც დღეს არის, როცა მოგვიწევდა ვირუსთან თანაცხოვრება, ჯანდაცვის სამინისტროსთან და კერძო სექტორთან ერთად შევქმენით კოვიდ-რეგულაციები სასტუმროებისთვის, გიდებისთვის, ტრანსპორტისთვის და ა.შ., რაც, პირველ რიგში, გვაძლევს შესაძლებლობას, ზუსტად ვიცოდეთ, რა რეგულაციების აღსრულებით შევინარჩუნებთ უსაფრთხოების იმ ნორმებს, რომელიც მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, თითოეული ჩვენგანისთვის და ასევე ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრებისთვის" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)