03:21 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-22 17:17:57, 1429 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - მართლა არ მეგონა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც არც ომი იცის და არც მშვიდობა, აგვისტოს ომზე დაიწყებდა ლაპარაკს

„მართლა არ მეგონ,ა თუ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც არც ომი იცის და არც მშვიდობა, აგვისტოს ომზე დაიწყებდა ლაპარაკს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი პასუხი არ გააჩნია კოდორთან და ახალგორთან დაკავშირებით.

„მათ არანაირი პასუხი არ გააჩნიათ, რატომ არ გაკეთდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია და საქართველო-რუსეთის საქმეზე წლების განმავლობაში რატომ ვერ შეაგროვეს მტკიცებულებები, რომელიც შემდეგ თეა წულუკიანმა და მისმა სამინისტრომ მიიყვანა ბოლომდე საქართველოს გამარჯვებით. თქვენ მოაწერეთ ხელი რეზოლუციას, სადაც წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ღია, სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებზე გადავიდა და კასეტური ბომბების გამოყენება წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან. თქვენი საკუთარი ქვეყანა ევროპაში დაადანაშაულეთ ომის დაწყებაში და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში, რა თავს იმართლებს და რა გაქვთ თავის სამართლებელი? ბოდიში მოიხადეთ და დაანებეთ თავი ამ თემას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics