|
2021-06-22 16:59:35, 1682 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ქადაგიძე - ამ რეზოლუციაზე ნაცმთავრობამ ხელი ზარზეიმით მოაწერა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ სრულმასშტაბიანი ომი ქართული მხარის საბაბით დაიწყო
,ეს პოლიტიკური მასხარა ნახეთ რა დღეშია?! - ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრის აკაკი მინაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. "ძვირფასო აკო"!- 2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ბოლო მოგიღოთ, როგორც პოლიტიკურად, ასევე დაგისამარათ ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივა. პირწმინდად წააგეთ 2 საპრეზიდენტო, 2 თვითმმართველობისა და 3 საპარლამენტო არჩევნები... იმიტომ, რომ: ნაციონალური მთავრობა იყო ძალადობისა და მოღალატეობრივი შეგნების ხელისუფლება....თვალსაჩინოების რამდენიმე მაგალითი: რეზოლუცია #1633_ის მე-5 და მე-11 მუხლები, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ სრულმასშტაბიანი ომი ქართული მხარის საბაბით დაიწყო და რუსეთთან ერთად ჩადიოდით სამხედრო დანაშაულებებს. ამ რეზოლუციაზე ნაც-მთავრობამ ხელი ზარზეიმით მოაწერა. (დეტალურად იხილეთ ლინკი https://bit.ly/2SMuDyA ) თქვენი თავდაცვის სამინისტრო კეზერაშვილ-ახალაიას მეთაურობით საეჭვო გარიგებაში მონაწილეობდა იარაღის უკანონოდ მოვაჭრე საერთაშორისო კომპანიასთან, რომელთანაც კავშირში იყო სააკაშვილის ბიძა "კაგებეშნიკი" თემურ ალასანია. აღნიშნულ ფაქტს წერილობით გამოეხმაურა ჰილარი კლინტონიც კი. (წერილი შეგიძლიათ იხილოთ აქ https://wikileaks.org/plusd/cables/09STATE79547_a.html) ასევე... დემოკრატიის სახელით დამყარებული ძალადობა... რეფორმებით შენიღბული ბიზნეს-რეკეტი...ადამიანის უფლებებით "გაპრავებული" ციხის წესრიგი... ყველამ ყველაფერი კარგად იცის...ასე, რომ...რამდენსაც მეტ სისულელეს ილაპარაკებთ,უფრო მეტად ჩაიძირებით პოლიტიკურ ნაგავში,სადაც 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ მიგიჩინათ ადგილი და დღემდე ამოყვინთვას ლამობთ!’’, - წერს ზურაბ ქადაგიძე facebook გვერდზე.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)