|
2021-06-22 10:38:57, 650 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „აქვა გეომ“ წარმოება გააფართოვა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კიდევ ერთი ბიზნესი გაფართოვდა. ბანკთან პარტნიორობით „აქვა გეომ“, რომელიც 2011 წლიდან წყლის მოპოვება-ჩამოსხმას და რეალიზაციას ეწევა, საწარმოო ხაზი გააფართოვა. „აქვა გეო“ სასმელ წყალს „სნოს“ და „კობის“ ბრენდის ქვეშ აწარმოებს. პროდუქტის მიწოდებას კი მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც მცირე ზომის კომპანიებთან, ასევე დიდ ქსელებთან ახორციელებს. კომპანია 2 ჭაბურღილზე და 3 წყაროზე ნატურალური მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიას ფლობს, ამჟამად კი 250-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. „აქვა გეოს“ განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკმა 20 მლნ. ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა, რაც ჩამომსხმელი ხაზების შესყიდვას მოხმარდა. პროექტის ჯამური ღირებულება 70 მლნ. ლარს უტოლდება. „საქართველოს ბანკის ხელშეწყობით ჩვენს საწარმოს ახალი ხაზი შეემატა, რომლის სიმძლავრეც საათში 24,000 ბოთლს უტოლდება. ამან მოგვცა შესაძლებლობა, მოგვეხდინა პროდუქციის დივერსიფიკაცია და არსებული პორტფელი გაგვეზარდა. კომპანიის 10 წლის იუბილე სწორედ მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით, მათთვის საჩუქრის მიძღვნით აღვნიშნეთ - ამიერიდან ლიმონის არომატს მინერალებით გაჯერებული ორი ახალი არომატი - ვაშლის, საზამთროსა და ნესვის მიქსი შეემატა. „აქვა გეო“ პირველი წყლის კომპანია იყო საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს „სნოს“ ბრენდის ქვეშ არომატიზირებული წყალი შეთავაზა.“ - აცხადებს „აქუა გეოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ლევან შავლაყაძე. „საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში „აქვა გეომ“ კიდევ უფრო გააფართოვა წარმოება. კომპანია მომხმარებელს საქართველოში და მის საზღვარგარეთ, „სნოს“ და „კობის“ ბრენდის ქვეშ, უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო საქმიანობაში. საქართველოს ბანკი მუდამ მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძე. ცნობისთვის, „აქვა გეო“ ბაზარზე მცხეთის რაიონ სოფელ მისაქციელსა და ყაზბეგის რაიონ სოფელ კობში მდებარე საწარმოებითაა წარმოდგენილი. ყაზბეგში მინერალური წყალი სახელწოდებით „კობი“ იწარმოება, რომლის რეალიზაციაც ძირითადად კანადაში, ლიტვაში, უკრაინაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში ხორციელდება. კომპანიას მინერალური და არაგაზირებული ნატურალური წყლის მოპოვებისა და ჩამოსხმის 25 წლიანი ლიცენზია გააჩნია და როგორც ხარისხის მენეჯმენტის, ასევე სურსათის უვნებლობის სისტემის სერტიფიკატებს ფლობს.
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)