|
2021-06-21 23:38:07, 1028 ნახვა
კომენტარი
თბილისის მერია - კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 1 289 ოჯახი დაკმაყოფილდა
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროექტი კვლავ გრძელდება, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილია 17 არეალი, სადაც საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ადამიანები ყოველ წელს სახელმწიფოს დახმარებას სთხოვდნენ. ჩვენ როდესაც მუშაობა დავიწყეთ, ვნახეთ, რომ ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყო. დაახლოებით, 3 100 ოჯახი არის დაზარალებული. ამ დროისთვის, 1 289 ოჯახს მიეცა შესაძლებლობა, რომ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში იცხოვროს. ჩვენ გამოვყავით 17 არეალი, სადაც უკვე მიმდენარეობს მშენებლობა, ზოგან სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცედურა ხორციელდება, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილის თქმით, აღნიშნული პროექტისთვის 963 მილიონი დაიხარჯა, ხოლო დასრულებული საცხოვრებელი ბინების ჯამური ფართი 8 000 კვ. მ-ზე მეტია. „ამჟამად, კოოპერატიული მშენებლობებისგან დაზარალებულია 3 100 პირი, რომელიც სახელმწიფომ ცნო დაზარალებულად და ეს ვალი სასამართლოს მიერაა აღიარებული, მაგრამ წლების განმავლობაში ვერ გამოინახა ის მიდგომა, რითიც დაკმაყოფილდებოდნენ ეს მოქალაქეები. იმედია, მალე სრულად დამთავრდება პროგრამა და დაზარალებული ოჯახები აღარ გვეყოლება“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)