2021-06-21 17:02:58, 1271 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.1653 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.1681 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.7658 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.7754 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0096 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,