2021-06-20 12:44:44, 1066 ნახვა
მსოფლიო
უცნობმა პირებმა სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ავტომობილი დაცხრილეს
უცნობმა პირებმა სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ავტომობილი დაცხრილეს.
ინფორმაციას პრემიერობის კანდიდატი არმენ ბაბაჯანიანი სოციალურ ქსელში თვითონ ავრცელებს.
„ჩემს მანქანას ესროლეს. როცა მკვლელი, ქურდი, მაფიოზი თავისუფლებაზე, და მითუმეტეს, არჩევნებში მონაწილეობს, ჩვენ ასეთ ინციდენტებს თავს ვერ ავარიდებთ“, - წერს ბაბაჯანიანი.
პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მანქანის დაცხრილვის დროს, ბაბაჯანიანი ავტომანქანაში არ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,