2021-06-19 12:16:39, 1404 ნახვა
მსოფლიო
წინასწარი მონაცემებით, ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში იბრაჰიმ რაისი ლიდერობს
წინასწარი მონაცემებით, ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში იბრაჰიმ რაისი ლიდერობს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, იბრაჰიმ რაისმა 17,6 მილიონი ხმა, მოჰსენ რეზაიმ - 3,3 მილიონი ხმა, აბდულნასერ ჰემატიმ - 2,4 მილიონი ხმა, კაზიზადე ჰაშემიმ კი მილიონზე მეტი ხმა მიიღო.
ცნობისთვის, ირანში რიგით მე-13 საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ, 18 ივნისს გაიმართა. კენჭისყრის პროცესი ადგილობრივი დროით 07:00 საათზე დაიწყო და 00:00 საათზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მაღალი აქტივობის გამო ხმის მიცემა „ბოლო ამომრჩევლამდე“, 02:00 საათამდე გაგრძელდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,