2021-06-19 10:17:34, 1166 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 178 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 178 მილიონს გადააჭარბა და 178,607,264-ს შეადგენს.
შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები Worldometers-ზეა განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსისგან 163,131,337 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 3,867,064-ს მიაღწია.
ვირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 34,393,269 შემთხვევაა გამოვლენილი. მეორე ადგილზეა ინდოეთი - 29,823,546 შემთხვევით, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილს ბრაზილია და საფრანგეთი იკავებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,