2021-06-17 21:44:59, 1164 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა
საფრანგეთის პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ნიკოლა სარკოზის პარტიამ საარჩევნო კამპანიებისთვის 22.5 მილიონი ევრო დახარჯა, რაც ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობით დანაშაულია.
ასევე ცნობილია, რომ ნიკოლა სარკოზმა და მისმა პარტიამ დანაშაულის დამალვის მიზნით აღნიშნული თანხა პარტიულ დანახარჯად გაასაღა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,